I ბ კლასი


    16 აპრილს Iბ კლასში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: "ენა ბურჯია ერისა" . ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებში მშობლიური ენისადმი სიყვარულის გაღვივება, მეტყველების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მხატრული კითხვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესწავლა.    ღონისძიებამ დასახულ მიზანს მიაღწია, ჩატარდა მშვიდს და საზეიმო ვითარებაში. ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები და სკოლის დირექტორი.    ბავშვებმა წარმოადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსების მონტაჟი, გააცოცხლეს იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები. შეასრულეს რამოდენიმე სიმღერა და ცეკვა, მოახდინეს გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირება.